გუნდი

       მე ვარ ნინო ტაბუცაძე, ექიმი ფსიქო-თერაპევტი, ევროპაში აკრედიტირებული (ლიცენზირებული) გეშტალტთერაპევტი.

       მაქვს მუშაობის გამოცდილება: ბავშვებთან, მოზარდებთან, ზრდასრულებთან და წყვილებთან.

      ვმუშაობ ფსიქოთერაპიულ გეშტალტ კლინიკაში (მისამართი: ფალიაშვილის N110, მეორე სართული). მყავს პირადი სუპერვიზორი,  პროფესორი ტომაშ რებეტა (EAGT აკრედიტირებული ფსიქო-თერაპევტი, EAGT აკრედიტირებული სუპერვიზორი. ვარშავის გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებელი).

      ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და კიდევ უფრო მეტად ადამიანები. ჩემი პროფესია მაძლევს შესაძლებლობას ადამიანებთან გახსნილი ურთიერთობებისა. ეს მაძლევს ძალას და მმუხტავს დადებითი ემოციებით. ჩემთან მოსული თითოეული ადამიანის წინ გადადგმული ნაბიჯი და წარმატება არის ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი და წარმატება. მე, როგორც გეშტალტთერაპევტი პირველ რიგში ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ვამბობ, რასაც ვაკეთებ და როგორც ვმუშაობ. მე ვარ ღია ჩემს კლიენტებთან, ვიხარჯები ბოლომდე. ჩემი მიზანია, რომ ჩემთან მოსულ ადამიანებს დავეხმარო თერაპილ პროცესში, მალევე, უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი, უკეთ გააცნობიერონ თავიანთი შეგრძნებები, შეძლონ საკუთან თავში საყრდენების აღმოჩნა და მყარად ყოფნა „აქ და ამჟამად“.

        მე ვთავაზობ  ჩემთან მოსულ ადაიანებს გამჭირვალობას, დაცულობას, მხარდაჭერასა და პროფესიონალიზმს.

                                                                               პატივისცემით ნინო ტაბუცაძე

 


 ევროპაში აკრედიტებული (ლიცენზირებული) გეშტალტ თერაპევტი, EAGT-ს და EAP-ს სერთიფიცირებული წევრი,

თარგმნა და გამოსცა კარენ ხორნის ნაშრომი “ჩვენი შინაგანი კონფლიქტები” და ჯანი ფრანჩეზეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური წიგნი     “პანიკური შეტევები-
გეშტალტთერაპია და კლინიკურ-სოციალური კონტექსტები

არის  2016 წლის  იტალიის საერთაშორისო კონფერენციის მიწვეული მონაწილე.კონფერენცია აერთიანებდა ევროპის  (EAGT)  და ამერიკის(AAGT) გეშტალტ თერაპევტთა შეხვედრას, რომელიც პირველად მოხდა ამ ორი ორგანიზაციის არსებობის მანძილზე.

არის 2017 წლის ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პარიზის კვლევითი კონფერენციის მიწვეული მონაწილე.

ატარებს ინდივიდუალურ,ჯგუფურ და წყვილთა თერაპიულ კონსულტაციას.

    მწამს რომ ადამიანს ძალუძს საკუთარი თავის შეცვლა და აგრძელებს ამ პროცესს სანამ ცოცხალია.ეს რწმენა ყოველ დღე უფრო მიძლიერდება ჩემს კლიენტებთან კონტაქტის დროს.ვიცით, რომ არა მხოლოდ ნევროტიკს ან რომელიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამინს აქვს კონფლიქტი საკუთარ თავთან, ადრე თუ გვიან ჩვენი ინტერესები და შეხედულებები უპირისპირდება გარემომცველთა ინტერესებსა და შეხედულებებს. ვინაიდან ასეთი დაპირისპირება ყოველდღიურ ხასიათს ატარებს, შინაგანი კონფლიქტები ადამიანის განუყოფელი ნაწილია. მე მაქვს სურვილი და პრეტენზია ჩემი კომპეტენციის და დიდი პასუხისმგებლობის ხარჯზე, დავეხმარო ჩემს კლიენტებს საკუთარ თავთან შერიგებაში, რომ ამ შერიგებით მოპოვებულ ენერგიაზე და საკუთარი რესურსებზე დაყრდნობით შეძლოს ცხოვრებაზე კრიატიული ადაპტირება და კომფორტული მორგება

თამარა ბირჩი

სუპერვიზორი:  ჯანი ფრანჩეზეტი ( ფსიქოლოგი, გეშტალტ თერაპევტი და ფსიქიატრი. .მან განახორციელა ფსიქოსომატური მედიცინისა და სტრესის სფეროში კვლევითი საქმიანობა,  მუშაობდა ფრანგ ნეირობიოლოგ ჰენრი ლაბრატთან, ერიკსონის  ჰიპნოზისა და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ტრენერი,  გეშტალტთერაპიის, ნიუ იორკის ინსტიტუტის ასოცირებული წევრი, გეშტალტთერაპიის იტალიის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, ტრენინგ სტანდარტის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის ყოფილი  პრეზიდენტი.

სეანსის ხანგრძლივობა: 1 საათი მოზრდილებთან. 40 წუთი ბავშვებთან.

 


მე ვარ სალომე საბიაშვილი. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ევროპაში აკრედიტირებული (ლიცენზირებული) გეშტალტთერაპევტი.

წლებია ვმუშაობ, როგორც ბავშვებთან და მოზარდებთან, ისე ზრდასრულებთან, წყვილებთან.

კლიენტებს (პაციენტებს) ვიღებ ფსიქოთერაპიულ გეშტალტ კლინიკაში (მისამართი: ფალიაშვილის 110. მეორე სართული). სურვილის შემთხვევაში ვატარებ ონლაინ (skype) კონსულტაციებსაც.

ამასთანავე ვკითხულობ ლექციებს (სხვადასხვა ფსიქოლოგიურ საგანში) წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და სულხანსაბა ორბელიანის უნვირსიტეტში (საბაუნი). აგრეთვე, მიმყავს სხვადასხვა სალექციო თუ სატრენინგო კურსი რამდენიმე ფსიქოლოგიურ ცენტრში.

„ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მიყვარს იმიტომ, რომ ის მაძლევს რეალურ შესაძლებლობას მომსწრე ვიყო ისეთი პიროვნული ცვლილებების, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვერ შეხვდები. მიყვარს და მაინტერესებს ადამიანები. მაინტერესებს თითოეული თქვენგანის ისტორია, თქვენი პიროვნული თავისებურებები, განცდები და შეგრძნებები. ყოველი თქვენგანის ისტორია ღრმად ეხება ჩემს სულს და მე მსიამოვნებს იმის გააზრება და განცდა რომ შემიძლია თქვენი დახმარება, მინდა თქვენი დახმარება და დამიჯერეთ იმაზე დიდი არაფერია ფსიქოთერაპევტისთვის, როცა მისგან კმაყოფილი და მადლიერი კლიენტი (პაციენტი) მიდის. ჩემი მიზანია, ჩემთან მოსულმა ადამიანმა მაქსიმალურად მცირე დროში გადაჭრას ყველა არსებული პრობლემა.

… ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია გაუგონ, აღიარონ, პატივი სცენ, მიიღონ ისეთი, როგორც სინამდვილეშია… მე აქ ამისთვის ვარ!.. მე მესმის თქვენი და მზად ვარ ურთიერთთანამშრომლობისთვის.“

პატივისცემით სალომე საბიაშვილი

P.S. ჩემი პირადი სუპერვიზორია პროფ. ტომაშ რებეტა – (EAGT) აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი, სუპერვიზორი; ვარშავის გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებელი)