ნინო ტაბუცაძე

Posted on Posted in ფსიქოლოგია

სტრესის ორმაგი ბუნება:
სტრესი სირთულეების გადალახვაში გვეხმარება
ძლიერი და ხანგრძლივი სტრესი ფსიქოლოგიური და სომატური დისფუნქციის გამომწვევია.

 ჩვენი კლინიკის ბავშვთა და ზრდასრულთა ექიმი ფსიქოთერაპევტის, ევროპის გეშტალტ ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტის და ამავე ასოციაციის წევრის ნინო ტაბუცაძის რჩევები.

 ევროპული (EAGT) აკდრედიტაციის მქონე პროფესიონალ ექსპერტებთან კონსულტაციის და ფსიქოთერაპიის მისაღებად
 დაგვიკავშირდით ტელ. 032 2 10 20 10.

რა არის სტრესი?
სტრესი არის შეგრძნება, რომელიც ეუფლება გადაღლილ ადამიანებს ყოველდღიურ პირობებში, აგრეთვე მათ ვისაც უჭირს ცხოვრებისეული მოთხოვნებს გამკლავება.
ეს მოთხოვნები შეიძლება უკავშირდებოდეს ფინანსებს, სამსახურს, ურთიერთობებს ან სხვა ნებისმიერ სიტუაციას. ყველაფერი, რაც იწვევს რეალურ დაბრკოლებას ან შეუძლია დაემუქროს ადამიანის კარგად ყოფნას, შესაძლოა იყოს სტრესის გამომწვევი.
სტრესი შეიძლება იყოს მოტივატორი და დაგვეხმაროს გადარჩენაში. ‘ბრძოლის ან ფრენის“ მექანიზმს შეუძლია გვაგრძნობინოს, როდის ან როგორ ვუპასუხოთ საფრთხეს. თუ ერთდროულად არის ბევრი სტრესული სიტუაცია შესაძლოა ეს გახდეს მიზეზი, ადამიანის მენტალური და ფიზიკური ზიანისა.
სტრესს შეუძლია მოამზადოს ადამიანი, რომ “საფრთხეს ჩახედოს თვალებში”. სტრესი არის ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვა საფრთხის წინააღმდეგ. სტერსის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონები, რაც ორგანიზმს ამზადებს საფრთხის გამკლავებისთვის. ეს ცნობილია როგორც „ბრძოლის ან ფრენის“ მექანიზმი.
ხანდახან ხანმოკლე სტრესი შეიძლება დამხმარეც კი გახდეს. მაგრამ ხანგრძლივი სტრესს შეეუძლია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. სიმპტომები შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურიც და ფიზიკურიც.
სტრესის დროს: სისხლის წნევა და პულსი იზრდება. სუნთქვა სწრაფდება, იმუნიტეტის აქტივობა სუსტდება, საჭმლის მომნელებელის სისტემა ნელდება, კუნთოვანი სისტემა დაჭიმულია, ორგანიზმის ეს განგაში არ იძლევა მოდუნების და ძილის საშუალებას.
„APA ”-ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია ცნობს სამი ტიპის სტრესს, რომლებსაც ჭირდება სხვადასხვანაირი გამკლავება.
მწვავე სტრესი ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია. მწვავე სტრესი ხშირად გამოწვეულია ფიქრებით წარსულში მომხდარ ამბავზე ან ახლო მომავალის მოთხოვნებზე.
ეპიზოდური მწვავე სტრესის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელსაც ცუდი ორგანიზატორული უნარი აქვს და ხშირად უგროვდება საქმეები, რომლებსაც ვეღარ უმკლავდება. ეპიზოდური მწვავე სტრესი ადამიანში იწვევს გაღიზიანებასა და დაძაბულობას, რაც აგრეთვე მოქმედებს ურთიერთობებზე.
ქრონიკული სტრესი არის ყველაზე მეტი ზიანის მომტანი და ხანგრძლივი. ამჟამინდელმა გაჭირვებამ, ოჯახურმა პრობლემებმა, არასასურველმა ქორწინებამ და სხვა სირტულეებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული სტრესი. ეს ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ვერ პოულობენ გამოსავალს ამ რთული სიტუაციებიდან.
ქრონიკული სტრესი შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი, რადგან ადამიანები შეიძლება შეეგუონ მას. მწვავე სტრესსა და ქრონიკულ სტრესს შორის განსხვავებაც სწორედ ესაა. პირველი შეთხვევა ახალი მომხდარია და გამოსავლის მოძებნაც მარტივია. ადამიანები, რომლებიც განიცდიან ქრონკულ სტრესს შეიძლება ჰქონდეთ სუიციდის მცდელობები, აგრესიული ქმედებები, გულის შეტევა ან სხვა სერიოზული სომატური გართულებები.
ადამიანები სხვადასხვანაირად რეაგირებენ სტრესზე, რაც ერთისთვის სტრესულია, მეორესთვის შეიძლება არ იყოს სტრესული, მაგრამ შესაძლოა სტრესი გამოიწვიოს ყველაფერმა, ყველანაირმა სიტუაციამ. ზოგიერთი ადამიანისთვის, მხოლოდ ფიქრიც კი რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად იყოს სტრესის გამომწვევი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *