ნინო ტაბუცაძე

Posted on Posted in ექიმის რჩევები

  მშობიარობის შემდგომი დეპრესია, მიზეზები და პრევენცია

მშობიარობის შემდგომი დეპრესია ეს არის სოციალური სტატუსის, ფიზიკური მდგომარეობის შეცვლით, პასუხისმგებლობის მომატებით გამოწვეული ფსიქიკური გადაძაბვა

. შვილის დაბადება არის უდიდესი სიხარულისა და ბედნიერების, ამავდროულად სიახლისა და ცვლილებების მომტანი ადამიანის ცხოვრებაში.ყველა ადამიანი კი სხვადასხვანაირად ხვდება და ეგუება ცხვრებისეულ ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, როგორი განწყობით ხვდება ქალი შვილის დაბადებას, როგორია მისი ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მზაობა მშობიარობისთვის და შემდგომ დედობისთვის. ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობასა და დედობას,უფრო ადვილად იღებენ პასუხისმგებლობას და იოლადაც ეგუებიან სიახლეს. ხოლო ქალები, რომლებიც არ არიან მზად ასეთი სიახლისთვის, მათთვის შესაძლოა სტრესულიც კი იყოს ორსულობა და შემდგომ შვილის დაბადება.ასეთ შემთხვევაში უფრო დიდია ალბათობა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებისა. რათქმაუნდა მხოლოდ განწყობა და მზაობა არ არის მიზეზი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის, არის ბევრი სხვსდასხვა მიზეზები: ჰორმონალური ცვლილებები რაც ყველა ახალ ნამშობიარები ქალის ორგანოზმში მიმდინარეობს, თუმცა დეპრესიის სიმპტომები უვლინდებათ ქალების 10-15%-ს . ძირითად მიზეზად დავასახელებ სოციალური მხარდაჭერის არ ქონას და სტრესს ორსულობასა და მშობიარობის დროს. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ხელშემწყობია ასევე: რთული ეკონომიური მდგომარეობა, სტრესული გარემო, ოჯახური სიტუაციის შეცვლა, სიახლე, კომპეტენციის უკმარისობა, გადამეტებული მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ „უნდა ვიყო იდეალური დედა“ , უკმაყოფილება საკუთარი გარეგნობით, შიში და ფიქრი იმაზე თუ როგორ გაუმკლავდება ამხელა პასუხისმგებლობას მშობიარობის შემდგომმა დეპრესიამ შესაძლოა მალევე იჩინოს თავი, მშობიარობიდან რამოდენიმე დღეში, როგორც კი გაივლის ბავშვის დაბადებით გამოწვეული სასიხარულო ეიფორია. იმის ნაცვლად, რომ ქალი იყოს ბედნიერი და გახარებული შვილის დაბადებით, ის ვერ განიცდის ბედნიერებას, არის გაღიზიანებული, ხშირად ეცვლება გუნებ-განწყობა, აქვს სიცარიელის განცდა, მუდმივი დაღლილობის სინდრომი, სევდიანობა,დანაშაულის განცდა(არ ვარ კარგი დედა, ისეთი როგორიც მინდოდა),უუნარობის განცდა, უიმედობა, დაბნეულობის და შიშის განცდა, არა აქვს სურვილი გარემოსთან კონტაკტის, არა აქვს სიყვარულის გრძნობა შვილის მიმართ. აქ ჩამოთვლილთაგან სამი-ოთხი სიმპტომი საკმარისია, რომ დაისვას მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი. როდესაც ქალი მარტო ვერ უმკლავდება ამ მდგომარეობას, არა აქვს გარშემომყოფების თანადგომა, ალბათობა დიდია იმისა ,რომ გართულდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია და გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაშიც. დედის დეპრესია უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარებაზე. ახალშობილის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მასსა და დედას შორის სრულფასოვანი ემოციური კონტაქტი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედის ხმას, ჟესტებს,სახის გამომეტყველებას და აქვე ავღნიშნავ, რომ არა ნაკლები როლი აქვს მამის ჩართულობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. ახალშობილის განვითარებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გარეგანი სტიმულები, პირველ რიგში მშობლების მხრიდან. დედის დეპრესია ბავშვში იწვევს ემოციურ და ქცევით პრობლემებს, ასევე ძილის დარღვევებს. პატარა ასაკში შეიძლება განვითარდეს ემოციური აშლილობა, მოზარდობაში კი აგრესია გარემოს მიმართ. ბავშვი გარემოს შეცნობას იწყებს მშობლებით. როდესაც მშობლებისგან მიდის მუდამ დადებითი იმპულსები, დედა უღიმის, იხუტებს, ელაპარაკება მშვიდი ხმით, ადექვატურად რეაგირებს ბავშვის ტირილზე, ბავშვისთვისაც გარემო არის ამგვარი: მშვიდი, თბილი, მიმღები, გახსნილი, მისი დამოკიდებულებაც გარემოსადმი იქნება დადებითი და გახსნილი. იმისათვის,რომ სწორად და დადებითად წარიმართოს პროცესები მშობიარობის შემდგომ,როგორც დედისთვის ასევე შვილისთვისაც აუცილებელია და უმნიშვნელოვანესი სოციალური მხარდაჭერა, თანადგომა მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან, ოჯახისწვრების მხრიდან, რათა მალევე შეძლოს ქალმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დაძლევა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *